დეტალური ინფორმაცია

სტატუსი:
დასრულებული
ხანგრძლივობა:
31-01-2007 / 31-12-2009
ბიუჯეტი:
USD 60,000
ქვე სექტორი:
  • აივ/შიდსის პრევენცია
  • აივ/შიდსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და კომუნიკაცია
გეოგრაფიული მდებარეობა:
  • საქართველო
დონორები:
  • UNDP (გაეროს განვითარების პროგრამა)
განმახორციელებელი პარტნიორები:
  • გაეროს განვითარების პროგრამა
მისამართი:
ერისთავის ქ. #9
ქალაქი:
თბილისი
საფოსტო ინდექსი:
0109
ქვეყანა:
საქართველო
საკონტაქტო პირი:


საკონტაქტო პირი UNDP-ში:
ნესტან ხუნწარია
საკონტაქტო პირი აივ/შიდსის საკითხებში
nestan.khuntsaria@undp.org

ტექნიკური დახმარება საქართველოს მთავრობას აივ ინფექცია / შიდსთან დაკავშირებულ საკითხებში


აღწერა

აივ ინფექციის გავრცელების შედარებით დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, საქართველო აივ/შიდსის ეპიდემიის პოტენციალურად მაღალი რისკის მქონე ქვეყანად ითვლება. ეს გამოწვეულია ქვეყანაში ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის მქონე მეზობელ ქვეყნებში მიგრაციის ინსტენსიურობით.

კვლევამ “დეტალური სიტუაციური და ეროვნული რეაგირების ანალიზი” გამოავლინა პრიორიტეტული სფეროები პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებათა შესამუშავებლად და განსახორციელებლად. ეს, თავის მხრივ, აისახა 2003-2007 წლებისათვის შემუშავებულ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.

სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადექვატური საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს პრევენციული ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებას. მნიშვნელოვანია აგრეთვე აივ/შიდსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლება. ამ შინაარსის ღონისძიებები არა მარტო ეპიდემიის შეჩერებას შეუწყობს  ხელს, არამედ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებაში, ადამიანის უფლებათა დაცვასა და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში შეიტანს წვლილს.

პროექტის მიზანია “აივ ინფექცია/შიდსისადმი ეროვნული რეაგირების დოეკუმენტით” გათვალისწინებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტის უზრუნველყოფა. პროექტის საქმიანობა სამი მიმართულებით მიმდინარეობს:

1. საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობებება აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებულთა და ამ მიზეზით დაზარალებულთა უფლებების დაცვის მიზნით. კომპონენტი ითვალისწინებს არსებული კანონმდებლობისა და სამმართველო მექანიზმების დეტალურ ანალიზსა და შემდგომ რეკომენდაციას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

2. კვლევის ჩატარება აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა საზოგადოებასთან სრული ინტეგრაციის ხელის შემშლელი ფაქტორების შესწავლის მიზნით.

3. აივ ინფექცია/შიდსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ძნელად მისადგომი რეგიონების მოსახლეობასთან მუშაობას.