საკონტაქტო ინფორმაცია

 

სოფო ჭიჭინაძე

პრეს სამსახურის ხელმძღვანელი

ტელ: +995 (32) 2251126 ext.158

მობ: +995 599 19690

sophie.tchitchinadze@undp.org

www.facebook.com/UNDPGeorgia

 

 

წარმატების ისტორიები

 

ფოტოები

 

ქალები უკეთესი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის

2013-05-20

თბილისი. 20 მაისი, 2013  - საქართველოში ჩამოყალიბდა საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა როლის გაძლიერებას ადგილობრივ თვითმმართველობაში. ამ მიზნით დღეს თბილისში შეიკრიბა 180 საკრებულოს წევრი ქალბატონი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ფორუმის კონცეფცია და ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. 

კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის (MSPA) მიერ ”ქალებს შეუძლიათ მართონ ქვეყანა: ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად” პროექტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის ”გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” მხარდაჭერით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (SIDA) დაფინანსებით.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, ჯეიმი მაკგოლდრიკმა, თავის მისასალმებელ გამოსვლაში თქვა: "ქალებს უკეთ ესმით ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შეუძლიათ რეალური გავლენა მოახდინონ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილებების ფორმირებაზე. საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი წარმოადგენს ძლიერ პლატფორმას, რომელიც დაეხმარება ქართველ ქალებს უფრო აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ თვითმმართველობაში."

კონფერენციაზე გამომსვლელებს შორის იყვნენ: პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია; სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ფიფია და პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი.

მონაწილეები ასევე შეხვდნენ  სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებს, გენდერული თანასწორობის საბჭოს, პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მაკა გვრიტიშვილი, UNDP საქართველო: 551 988999(მობილური), maka.gvritishvili@undp.org

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org

Erotik film kralcafe.net